ისტორიული მომენტი საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის!
ზაზა ლაზარაშვილი – მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირის არჩეული პრეზიდენტია! ეს არის უდიდესი აღიარება არა მხოლოდ მისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან პირველად ისტორიაში ქართველი დაიკავებს ამ პრესტიჟულ საერთაშორისო თანამდებობას.
ქართველი ჩაუდგება სათავეში ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ექიმებს .
“მამაჩემმა თავისი კარიერის განმავლობაში უპირობოდ დაუთმო ცხოვრება მეცნიერებას, პაციენტებს, ამ დარგის განვითარებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.” – წერს თავის პოსტში ნინაკო ლაზარაშვილი.
წლების განმავლობაში იყო არაერთი საერთაშორისო კონგრესის ორგანიზატორი, ბევრი ახალგაზრდა ექიმის მენტორი და პირადად ჩემთვის უდიდესი შთაგონების წყარო.
დღეს კი მისი პროფესიული გზა იქამდე მივიდა, რომ მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებამ მისი შრომა, გამოცდილება და ადამიანობა ერთხმად აღიარა.
გილოცავ! ეს არ არის მხოლოდ შენი პირადი ტრიუმფი, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ჩვენი ქვეყნის სამედიცინო პოტენციალის აღიარება და ფაქტი, რომ პატარა ქვეყანის დიდ შვილებს შეუძლიათ საქართველოს მონიშვნა მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე.
მამა, უსაზღვროდ ვამაყობ შენით.
სიამაყე ამ შემთხვევაში თავმდაბლობის საშუალებას არ მაძლევს.
შენ ხარ მაგალითი იმის რომ ყველაფერი შესაძლებელია, როცა საყვარელ საქმეს და ქვეყანას გულით, ღირსებით ემსახურები.
და მე ბედნიერი ვარ, რომ ამას საკუთარი თვალით ვხედავ.
მადლობა მთელ გუნდს და ყველას, ვინც ამ გზაზე მის გვერდით იდგა!
სამედიცინო პორტალი VIPMED.ge დიდი პატივისცემითა და მოწიწებით ულოცავს სრულიად საქართველოს და ასევე მთელ სამედიცინო სფეროში მოღვაწე საზოგადოებას – ზაზა ლაზარაშვილის მსოფლიო ფლებოლოგთა საერთაშორისო კავშირის (WUIP – World Union Internationale de Phlébologie) UIP World Congress Buenos Aires 2025-ზე პრეზიდენტად არჩევას!
პოსტის ბმული: https://www.facebook.com/
