სტომატოლოგიური იმპლანტაცია

როგორ ხდება იმპლანტაციის დაგეგმვა? – ოისებ ყიფშიძე

ioseb-kipshidze-implantology
როგორ ხდება იმპლანტაციის დაგეგმვა? - ოისებ ყიფშიძე. რა ეტაპებს გადის პაციენტი ოპერაციის ჩანიშვნამდე და სჭირდება თუ არა რაიმე წინასწარი მომზადება?

რა ეტაპებს გადის პაციენტი ოპერაციის ჩანიშვნამდე და სჭირდება თუ არა რაიმე წინასწარი მომზადება?

ამ და სხვა საინტერესო დენტალური იმპლანტაციის კითხვებზე პასუხობს სტომატოლოგიური კლინიკა დენტალ მედიკუსის ექიმი-იმპლანტოლოგი იოსებ ყიფშიძე ახალ სტატიაში.

იმპლანტაციის დაგეგმვა ყოველთვის იწყება სწორი დიაგნოსტიკით. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია კონსულტაცია და შეფასება – ექიმი აანალიზებს პაციენტის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობას, ძვლის მოცულობას, ღრძილების მდგომარეობას და პირის ღრუს ჰიგიენას.

პაციენტმა უნდა გადაიღოს 3D ტომოგრაფია –  ეს გვაძლევს ზუსტ ინფორმაციას ძვლის სიმაღლესა და სისქეზე, რათა განვსაზღვროთ სად შეიძლება იმპლანტის ჩასმა უსაფრთხოდ, და საჭიროების შემთხვევაში წინასწარ დავგეგმოთ ძვლის აუგმენტაცია ან/და სინუსლიფტინგი.

რაც შეეხება მომზადებას,

  • ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა იყოს სტაბილური (შაქრის დონე, წნევა, სისხლის შედედება და სხვა მაჩვენებლები).
  • აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენური მომზადება – კბილების სამეტაპიანი წმენდა, კარიესისა და ანთების მკურნალობა.

როდესაც ყველა ეტაპი გავლილია, ოპერაცია ხდება საკმაოდ მარტივი და პროგნოზირებადი წინასწარ დაგეგმილი და გაანალიზებული პროცესი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის შედეგის სტაბილურობასა და პაციენტის კომფორტს.

ბევრი პაციენტი ფიქრობს, რომ იმპლანტაცია მტკივნეული და ხანგრძლივი პროცესია. რეალურად როგორია ეს პროცედურაა?

თანამედროვე ანესთეზიისა და ქირურგიული ტექნიკის წყალობით პროცედურა სრულიად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი მეორე დღესვე ჩვეულ რეჟიმში ბრუნდება. მთავარია სწორად შეირჩეს იმპლანტი და კლინიკა, სადაც მკურნალობა ხორციელდება სრული სტერილური პროტოკოლით.

არსებობს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა იმპლანტაციისთვის?

არა, მკაფიო ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. მთავარია პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ძვლის ხარისხი. ჩვენ ხშირად ვუკეთებთ იმპლანტებს როგორც ახალგაზრდა პაციენტებს, ისე 70 წელს გადაცილებულ ადამიანებსაც, წარმატებული შედეგით. თანამედროვე მეთოდები საშუალებას გვაძლევს ძვლის რეზორბციის შემთხვევაშიც კი მოვახდინოთ საჭირო რეგენერაცია.

რა შეცდომებს უშვებენ პაციენტები ოპერაციის შემდეგ და როგორ უნდა იზრუნონ იმპლანტზე?

ყველაზე ხშირად პაციენტები ფიქრობენ, რომ იმპლანტი „არ საჭიროებს მოვლას“. სინამდვილეში, ის მოითხოვს ისეთივე ჰიგიენას, როგორც ბუნებრივი კბილები. რეგულარული პროფესიული წმენდა, კონტროლი ექიმთან და სწორი პირის ღრუს ჰიგიენა იმპლანტის ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტიაა.

თქვენი, როგორც ქირურგ-იმპლანტოლოგის, მთავარი პროფესიული პრინციპი რა არის?

მთავარია პასუხისმგებლობა – ყოველი იმპლანტი ჩემთვის პაციენტის ცხოვრების ხარისხის და თავდაჯერებულობის აღდგენის საშუალებაა, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელობა აქვს თითოეულ დეტალს: დიაგნოსტიკიდან იმპლანტაციამდე – ეს პროცესი არის საერთო ნდობაზე აგებული თანამშრომლობა ექიმსა და პაციენტს შორის.

test vipmed
დატოვე კომენტარი

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

To Top