სამედიცინო სტატიები

ვარდისფერი ოქტომბერი – ვიბრძვით და ვიმარჯვებთ ერთად!

vardisferi-oktomberi
ვარდისფერი ოქტომბერი - ვიბრძვით და ვიმარჯვებთ ერთად! ვარდისფერი ოქტომბერი - " ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა.

ვარდისფერი ოქტომბერი – ” ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა.

საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, “ვარდისფერი ოქტომბრის” კამპანია ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და მოიცავს შემეცნებით, თუ საინფორმაციო კამპანიებს მასმედიისა და სოციალური მედიის საშუალებებით, მარათონებს, სკრინინგ პროგრამებს და ა.შ. თითოეულ ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ოფიციალური მონაცემებით, ძუძუს კიბო კვლავ პირველ ადგილზეა ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც.

სტატისტიკა:

უკანასკნელი მონაცემებით, გასულ 2024 წელს ჩვენს ქვეყანაში, ქალთა პოპულაციაში გამოვლენილი იქნა ძუძუს კიბოს ახალი 1995 შემთხვევა. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ გამოჯანმრთელების ხუთწლიანი მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესებულია და 2020 წლიდან დღემდე 72% შეადგინს. ამაში კი “ვარდისფერი ოქტომბრის” კამპანიის როლი უმთავრესია.

კახაბერ ბარამიძე – ონკოქირურგი, მამოლოგი

მე, როგორც მამოლოგი და ონკოქირურგი ჩემი 27 წლიანი სამედიცინო საქმიანობის მანძილზე რეგულარულად და აქტიურად ვარ ჩართული “ვარდისფერი ოქტომბრის” საერთაშორისო კამპანიაში, ვატარებ ყოველწლიურ უფასო გასინჯვა-კონსულტაციებსა და ექოსკოპიურ კვლევებს და მინდა, პაციენტებისა და ზოგადად, მოსახლეობის კეთილსაიმედოდ გითხრათ, რომ ცნობიერება ძუძუს კიბოს შესახებ ნამდვილად ამაღლდა მოსახლეობაში, ქალბატონებმა კარგად იციან, რომ ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი დაავადება ნამდვილად არის გამოჯანმრთელების საწინდარი, ხოლო კიბო განაჩენი არ არის!- აცხადებს მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ონკოქირურგი, მამოლოგი, ბატონი კახაბერ ბარამიძე.

21-ე საუკუნეში თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები, პროფესიონალი, კვალიფიციური, გამოცდილი და გულისხმიერი ექიმების თანადგომა დროული, სწორი, შედეგზე ორიენტირებული მკურნალობა გვაძლევს გამარჯვების შესაძლებლობას – ვიღებთ საუკეთესო შედეგს – გამოჯანმრთელებული პაციენტი, გაუმჯობესებული სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა. გამოჯანმრთელებული პაციენტი კი ექიმის ყველაზე ძვირფასი ჯილდოა. ძვირფასო ქალბატონებო, დროულად, რეგულარულად მიაკითხეთ პროფესიონალ ექიმებს-მამოლოგებს, დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა, დაასწარით დაავადებას და იცხოვრეთ მშვიდად.

ჩვენ ვიბრძვით თქვენთვის და თქვენთან ერთად თქვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, ვიბრძვით და ვიმარჯვებთ ერთად!

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

To Top