სამედიცინო სტატიები

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება – ეკატერინე დოლმაზაშვილი

gvidzlis-cximovani-daavadeba
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება - ეკატერინე დოლმაზაშვილი

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გულისხმობს ღვიძლში ცხიმის ჭარბ ჩალაგებას, არსებობს მისი სხვადასხვა ფორმა:

  • ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასთან ასოცირებული
  • მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული
  • სპეციფიური ე.წ. სტეატოგენური მედიკამენტების გამოყენებასთან ასოცირებული.

მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, როგორც წესი, თანხვედრაშია ისეთ პათოლოგიებთან, როგორიცაა:

  • ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
  • პრედიაბეტი
  • ინსულინრეზისტენტობა
  • სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე
  • არტერიული წნევის მატება
  • სიმსუქნე.

აღსანიშნავია, რომ ზოგადად ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით, მათ შორის ღვიძლის ციროზის საწყისი სტადიით, პაციენტები, როგორც წესი, აღნიშნავენ არასპეციფიურ სიმპტომებს, როგორიცაა მაგალითად: ზოგადი სისუსტე, დისკომფორტი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ამიტომაც, პათოლოგიის გამოსავლენად საჭიროა შესაბამისი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება.
დაავადების მართვა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს:

  • ალკოჰოლის და ცხიმიანი პროდუქტის მიღებისგან თავის შეკავებას
  • ფიზიკურ აქტივობას
  • წონაში კლებას
  • თანმხლები მეტაბოლური დარღვევების ეფექტურ კონტროლს.

აღნიშნული პათოლოგიით პაციენტები ხშირად საჭიროებენ ენდოკრინოლოგის და ჰეპატოლოგის მიერ კომპლექსურ მართვას.

მკურნალობის გეგმას ქმნის სპეციალისტთა ერთიანი, კოორდინირებული გუნდი, მათ შორის – ეკატერინე დოლმაზაშვილი, ექიმი ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, რომელიც ერთობლივ გადაწყვეტილებას ღებულობს დაავადებისა და გართულებების მართვაზე.

წინასწარი ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით: (032) 2 57 57 57

დატოვე კომენტარი

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

To Top